გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
სპორტი. „ფეხბურთის მოყვარული”. თავი N-6.
Bien Joué 1.
|
საგანი/პედაგოგი
|
ეკატერინე ხამხაძე/ ფრანგული-არჩევითი მესამე უცხო ენა.
|
კლასი/საფეხური
|
X /
საბაზო- საშუალო. უცხ.ს.1(დ.1).სწავლების პირველი ეტაპი.
|
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
|
23 /სსსმ არ მყავს
|
მიზანი
|
მოსწავლეებმა შეძლონ სპორტის სახეობებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის,
ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების შესწავლა. ჩემს მიერ ბარათებზე დაწერილი სიტყვების
საშუალებით შეძლონ ცოდნის გამთლიანება და წინადადებების შედგენა.
გაკვეთილი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ
სტანდარტს - უცხ. ს.I
(დ.1). მოსმენა-უცხ. ს.I.1-მოსწავლეებს
შეძლიათ გაიგონ მასწავლებლის მითითება. უცხ. დ 1.2 -მოსწავლეებს შეუძლიათ გაიგონ
მოსმენილი ილუსტრირებული დიალოგების გაგემა. უცხ. დ. I.3 - მოსწავლეებს შეუძლიათ მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი , ნარატიული
ტექსტის გაგება. მიმართულება კითხვა - უცხ. ს. I. 5 , უცხ. ს. 1. 6 -მოსწავლეს შეუძლია
ნაცნობი სიტყვებისა და წინადადებების გაშიფვრა-წაკითხვა . მიმართულება - ლაპარაკი.
უცხ. ს. I. 8 - მოსწავლე შეიმუშავებს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს. უცხ. ს. I. 1 -მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. მიმართულება - კულტურათა დიალოგი
- ს. I. 11 - მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ინფორმაცია კულტურის სფეროდან.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან სპორტთან დაკავშირებული რამდენიმე ლექსიკური ერთეული,
კერძოდ,2/3 სპორტის დასახელება.
ზმნა „jouer“-ს
უღლება აწმყო დროში.
|
საკლასო მენეჯმენტი/მსვლელობა
|
აქტივობა
N-1. მისალმება და მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა - 2
წთ.
აქტივობა N-2 -საშინაო დავალების შემოწმება -3 წთ. მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზნების გაცნობა - ვაჩვენებ ნახატებს (ბარათებს) და ვუსვამ კითხვას -„რა თემას ეხება ჩვენი გაკვეთილი?”, „უყვართ თუ არა სპორტი?“. ვთხოვ მოსწავლეებს მოიშველიონ სახელმძღვანელო ( გვ. 52),სადაც მოცემულია ნახატები და ვთხოვ დაასახელონ სპორტის ის სახეობები, რომელთა ფრანგულად დასახელებაც უკვე იციან. ამით გაიხსენებენ ამ თემასთან დაკავშირებულ უკვე შესწავლილ ტერმინოლოგიას . 4 წთ.
აქტივობა N-4 . ვასმენინებ დიალოგს ორჯერ. ვუსვამ შეკითხვას - “ რაზეა საუბარი დიალოგში?“ „ სპორტის
რომელ სახეობებზეა საუბარი ?“ 4 წთ.
აქტივობა N-5 მოსწავლეების მიერ დასახელებული სპორტის
სახეობის შესაბამის ნახატს(ბარათს) ვაკრავ დაფაზე .მეორე მხრეს ვწერ ამ სორტის სახეობების
ფრანგულ დასახელებას. ვთხოვ მოსწავლეებს ,მოცემულ ბარათებს მიუსადაგონ შესატყვისი სპორტის სახეობები. ამ
სამუშაოს შესასრულებლად კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად. 5 წთ.
აქტივობა N- 6. კლასს ვთხოვ, იმუშაონ კვალავ ჯგუფურად და ზმნა
„jouer“ -ს და ზემოთ ნახსენები სპორტის სახეობების
გამოყენებით შეადგინონ პატარა წინადადებები. ამით გაიმეორებენ განვლილ მასალას და
მას დაუკავშირებენ ახლად მიწოდებულ მასალას. 4 წთ.
აქტივობა N-7.
მოსწავლეები კითხულობენ დიალოგს . გვ. 52 მოსწავლის წიგნიდან და თარგმნიან. ამავე დროს ვწერ დაფაზე ტექსტში
შეხვედრილ ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს და ვუწერ მათ ქართულ შესატყვისებს. 10 წთ.
აქტივობა N-8 მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას წყვილებში. ვთხოვ, მოიფიქრონ და შეადგინონ მოკლე დიალოგი
მარტივი ფრაზებით გაკვეთილის თემატიკისა და ახლად შესწავლილი ტერმინოლოგიის გამოყენებით
და ვთხოვ, წარმოადგინონ წყვილებში მომზადებული დიალოგი. 10 წთ.
აქტივობა N-9 მოსწავლეებს ვაძლევ წერილობით დავალებას სახელმძღვანელოდან
- გვ.54 , ასევე წერით დავალებას სავარჯიშო
რვეულიდან -გვ. 58. ვაძლევ სათანადო მითითებებს.
ვაძლევ სახელმძღვანელოდან დიალოგს კითხვით. გვ. 52 3 წთ.
|
შედეგი
|
მოსწავლეები შეძლებენ სპორტის სახეობებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის
და ლექსიკურ-გრამატიკული მასალის ათვისებას.
მოსწავლეები შეძლებენ ახალი მიწოდებული მასალისა და წინარე ცოდნის გამთლიანებას წინადადების აწყობით და ასევე პატარა
,მარტივი წინადადებების საშუალებით დიალოგის შედგენას.
უცხ. ს. I. 1 - მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითების გაგება.
უცხ. ს.I. 2 - მოსწავლეს შეუცლია მოსმენილი, ილუსტრირებული მინი დიალოგის
გაგება.
უცხ. ს.I. 3 - მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული აღწერითი ტექსტის გაგება.
უცხ. ს.I.
4 - მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. ცდილობენ
უცნობი ლექსიკური ერთეულების დამოუკიდებლად ამოცნობას ვერბალური და არა ვერბალურ
ელემენტებზე დაყრდნობით.
უცხ. ს.I. 5 მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.
უცხ. ს.I. 8-9 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ -ჩვევები.
უცხ. ს.I. 13 - მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. ის ცდილობს,
ამოიცნოს გადაჭრას დასმული ამოცანა.
|
რესურსები
|
დაფა, ცარცი, ფრანგული ენის
სახელმძღვანელო . Bien Joué 1 , ფრანგული
ენის სამუშაო რვეული Bien Joué 1( პირველი დონე),რვეულები, საწერი
კალმები, მაგნიტები, ბარათები, ნახატები, კომპიუტერი.
|
შეფასება
|
მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელი შეფასებას - ვიყენებ ფრაზებს -„
კარგად გახსოვთ განვლილი მასალა?“, „ კმაყოფილი ვარ, მშვენივრად გაართვით თავი მოცემულ
დავალებებს“.
გაკვეთილის მსვლელობისას ვაკეთებ დაკვირვებას , ვაკეთებ უკუკავშირს და
ვინიშნავ ჩემთვის დაკვირვების დღიურში.
მოსწავლეებს ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას. |
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment