ჩემი ტრენინგები
Thursday, June 13, 2019
ქეთევან ხვედელიძე- ფრანგული ენის მასწავლებელი: მთავარი გვერდი (სარჩევი)
ქეთევან ხვედელიძე- ფრანგული ენის მასწავლებელი: მთავარი გვერდი (სარჩევი): აქ არის ბლოგის სარჩევი მეთოდური რესურსები სამუშაო პროგრამები ჩემი გამოქვეყნებული სტატიები ჯილდოები და დამსახურებები

Thursday, June 7, 2018
ბიზნეს-გაკვეთილების გეგმა
2017 წლის 10 ნოემბრიდან მცხეთის
N-1 საჯარო სკოლის მე-5 ბ კლასში, ჩემი ხელმძღვანელობით, ამუშავდა G-PRIED და მისი
მთავარი პარტნიორის, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს (JA GEORGIA), ბიზნეს უნარების პროგრამა
- „ჩვენი რეგიონი“.
„ჩვენი რეგიონი“ არის ინტერდისციპლინარული პროგრამა,
რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მეწარმეულ აზროვნებას და მომავალში მათ შეუქმნის
დასაქმებისთვის მზადყოფნის განწყობას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროგრამის
მეორადი სფეროებია: სოციალური მეცნიერებები, გეოგრაფია, ბიზნესი, ეკონომიკა, ეთიკა,
წერა-კითხვა და მათემატიკა. პროგრამით გათვალისწინებული 5 გაკვეთილის და დამატებითი
აქტივობების საშუალებით, მოსწავლეები ეცნობიან მეწარმეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა რესურსები, მიწოდების ჯაჭვი,
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება რისკისა და პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.
·
გაანალიზონ,
როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და როგორ თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების
საწარმოებლად.
·
გაიაზრონ,
თუ როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლობასა და წარმოებაზე გლობალური კონკურენციის ფონზე.
პროგრამა „ჩვენი რეგიონის“ განსახორციელებლად,
G-PRIED –მა და JA GEORGIA -მ მოგვამარაგა მასალების ნაკრებით, რომელიც მოიცავდა გაკვეთილების
დეტალურ გეგმას, საშინაო დავალების ფურცლებს მოსწავლეებისათვის და მათი ოჯახებისთვის
და, აგრეთვე, სასწავლო მასალებს პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად.
პროგრამის დაწყებამდე კოლეგებთან ერთად გავიარე
G-PRIED –სა და JA GEORGIA -ს ეგიდით ჩატარებული ტრენინგი „ბიზნესის უნარ-ჩვევების
პროგრამის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“. აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა
დამეხმარა პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებასა და პროგრამის ორგანიზებულად
განხორციელებაში.
პროგრამის დაწყებამდე გულდასმით გავეცანი გამოგზავნილ
მასალებს, რესურსსა და გაკვეთილების გეგმებს, მოვახდინე ამ უკანასკნელის ადაპტირება
ჩემი სადამრიგებლო, მე-5 კლასის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რამაც ერთგვარად გამიადვილა
მათთან მუშაობა.
პროგრამა მოიცავდა 5 გაკვეთილს, რომლებიც ჩატარდა
2017 წლის 14 ნოემბრიდან ამავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.
·
პირველი
გაკვეთილი - „ვარ თუ არა მე მაწარმე?“ (14.11.2017)
·
მეორე
გაკვეთილი - „რეგიონული რესურსები: მეწარმეობის
ინსტრუმენტები.“ (21.11.2017)
·
მესამე
გაკვეთილი/თამაში: „ჰოთ-დოგების დახლი.“ (28.11.2018)
·
მეოთხე
გაკვეთილი: „მეწარმეები - პრობლემების მომგვარებლები!“ (5.12.2017)
·
მეხუთე
გაკვეთილი: „ჩემი რეგიონი მსოფლიოში.“ (12.12.2017)
·
სერტიფიკატების
გადაცემა.
თითოეული ბიზნეს გაკვეთილის გეგმა
და მისი ამსახველი ფოტომასალა ასახულია ჩემს პირად ბლოგზე: https://khamkhadzeeka.blogspot.com/
ეს პროგრამა ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა,
მომიწია რა მასთან პირველად შეხება, განსხვავებით ჩემი მოსწავლეებისაგან, რომლებიც
წინა ორი წელი გადიოდნენ მას. ბავშვები ჩემთვის არაჩვეულებრივი გზამკვლევები და დამხმარეები
აღმოჩნდნენ. სწორედ მათი მზადყოფნის წყალობით შევძელი პროგრამის სრულყოფილად განხორციელება.
გაკვეთილები ხალისიანად და საინტერესოდ
ტარდებოდა. ბავშვები აქტივობებში განსაკუთრებული ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. იყო
კამათი აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთსულოვნება ჯგუფური მუშაობისას, მათეული ცოდნის გამომჟღავნების დიდი სურვილი ბიზნესთან დაკავშირებით.
ბავშვები თვალსა და ხელს შუა პატარა „ბიზნესმენებად“ იქცნენ.
პროგრამით გათვალისწინებული 5
გაკვეთილზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა ბიზნესთან, მეწარმეობასთან
დაკავშირებით. გაეცნენ ბევრ ახალ ტერმინს და ეს ყველაფერი ხდებოდა კომპლექსურად, სასწავლო
დისციპლინებთან უშუალო კავშირში.
დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა
და უნარები მათ შეუნარჩუნდებათ და მოახდენენ კიდეც მის მისადაგებას და გამოყენებას
ცხოვრებაში, რაც მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ნამდვილად დაეხმარება.
Friday, March 10, 2017
ჩემს შესახებ
მე ვარ ეკატერინე ხამხაძე.დავიბადე 1967 წლის 9 ოქტომბერს.1990 წელს წარჩინებით დავამთვრე უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მომენიჭა ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1992 წელს ასევე წარჩინებით დავამთავრე ამავე ინსტიტუტთან არესებული სინქრონული თარგმნის კურსები.მომენიჭა თარჯიმან-რეფერენტის კვალიფიკაცია. 1993-96 წლებში ვმუშაობდი ინგლისური ენის მასწავლებლად მაცხეთის N-1 საშუალო სკოლაში. 2002 წელს ესონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოსა და ლევილის მერიის მიწვევით ვიმყოფებოდი სამთვიანი სამუშაო ვივიტით ლევილში. გავიარე სტაჟირება ესონის დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებში ,ასევე ლევილის მუნიციპალიტეში ემიგრაციის თემაზე. ვარ ავტორი მონოგრაფიისა -,,ლევილელი ქართველები". ეს უკანასკნელი დაიბეჭდა ლევილის მერიის მიერ.
2004 წლიდა ვთანამშრობლობ ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CERS''-თან.ვიღებ მონაწილეობას ამ ორგანოზაციის მიერ მოწყობილ სემინარებში.
2013 წლიდან ვმუშაობ მცხეთის N-1 საჯარო სკოლაში ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლად.
აქტიურად ვთანამშრობლობ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციასთან.
2015 წელს ვთარგმნე საფრანგეთში მაცხოვრებელი ქრთველი ემიგრანტის ტიერი ბერიშვილის წიგნი -,,1924 წლის აჯანყება''.
მყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.

Subscribe to:
Posts (Atom)