ჩემს შესახებ
მე ვარ ეკატერინე ხამხაძე.დავიბადე 1967 წლის 9 ოქტომბერს.1990 წელს წარჩინებით დავამთვრე უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მომენიჭა ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1992 წელს ასევე წარჩინებით დავამთავრე ამავე ინსტიტუტთან არესებული სინქრონული თარგმნის კურსები.მომენიჭა თარჯიმან-რეფერენტის კვალიფიკაცია. 1993-96 წლებში ვმუშაობდი ინგლისური ენის მასწავლებლად მაცხეთის N-1 საშუალო სკოლაში. 2002 წელს ესონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოსა და ლევილის მერიის მიწვევით ვიმყოფებოდი სამთვიანი სამუშაო ვივიტით ლევილში. გავიარე სტაჟირება ესონის დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებში ,ასევე ლევილის მუნიციპალიტეში ემიგრაციის თემაზე. ვარ ავტორი მონოგრაფიისა -,,ლევილელი ქართველები". ეს უკანასკნელი დაიბეჭდა ლევილის მერიის მიერ.
2004 წლიდა ვთანამშრობლობ ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CERS''-თან.ვიღებ მონაწილეობას ამ ორგანოზაციის მიერ მოწყობილ სემინარებში.
2013 წლიდან ვმუშაობ მცხეთის N-1 საჯარო სკოლაში ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლად.
აქტიურად ვთანამშრობლობ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციასთან.
2015 წელს ვთარგმნე საფრანგეთში მაცხოვრებელი ქრთველი ემიგრანტის ტიერი ბერიშვილის წიგნი -,,1924 წლის აჯანყება''.
მყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.
No comments:
Post a Comment